უკვე 5 თვეა ქართულ ბაზარზე საერთაშორისოდ აკრედიტებული და ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი “საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია” ოპერირებს, რომელიც სურსათის უვნებლობის, ასევე აგრარული და ვეტერინარიის მიმართულებით 700-მდე კვლევას აერთიანებს. ბაზარზე არსებული რა საჭიროებების დაკმაყოფილება უზრუნველყო ლაბორატორიამ და რით არის გამორჩეული მისი სერვისები თუ მომსახურება?