მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

700,000 რეგისტრირებული კომპანიიდან რამდენი საწარმოა მოქმედი - საქსტატის მონაცემები

5c014bc23a168
თელარა გელანტია
30.11.18 19:00
1704
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 13.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ 603 მლნ 86 ათასი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციითვე, ოქტომბერში 4,768 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნული კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში შედარებით მეტი ახალი საწარმოს რეგისტრაციით ახსნა.

მისივე თქმით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,000 კომპანია რეგისტრირდება, მაგრამ ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენია აქტიური ეკონომიკური სუბიექტი და რა დამატებით ღირებულებას ქმნიან ისინი.

Bm.ge-ის კითხვაზე - რეალურად რამდენი მოქმედი კომპანიაა საქართველოში, საქსტატის აღმასრულებელმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 700,000 კომპანიიდან აქტიური ეკონომიკური სუბიექტი, დაახლოებით, 160,000-ია.

„საქსტატის მეთოდოლოგიით, აქტიურად ითვლება საწარმო, რომელსაც ნებისმიერი სახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ჰქონდა ბრუნვა ნულზე მეტი ან დაფიქსირებული ჰქონდა დასაქმებულთაა რაოდენობა ერთი ან მეტი კაცი; ასევე აქტიურია საწარმო, რომელსაც საანგარშო პერიოდში მოგება ან ზარალი ჰქონდა ან სახელფასო ცნობების მიხედვით, დაფიქსირებული ჰქონდა ხელფასის გაცემა; ასევე, აქტიურია ისეთი კომპანიებიც, ვინც იხდის გადასახადს, გარდა ქონების გადასახადისა, რადგან ქონების გადასახადს შეიძლება იხდიდეს ეკონომიკურად არააქტიური სუბიექტიც; მოკლედ, ჩვენი მეთოდოლოგიით რეგისტრირებული 700,000 საწარმოდან მოქმედია, დაახლოებით, 160,000 ეკონომიკური სუბიექტი“, - განაცხადა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები