მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

72%-ის აზრით, სამსახურში აყვანისას დამსაქმებლებმა უპირატესობა ქართველებს უნდა მიანიჭონ

5c52f8268593b
BM.GE
30.01.19 14:15
632
საქართველოს მოსახლეობის 72% ეთანხმება ფრაზას - "სამსახურში აყვანისას, დამსაქმებლებმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებათ, ქართველებს უნდა მიანიჭონ, კანდიდატის კვალიფიკაციის მიუხედავად".

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებშია საუბარი. აღნიშნულ კითხვაზე 72% ამბობს, რომ უპირატესობა ქართველებს უნდა მიენიჭოთ, 25% ამის წინააღმდეგია, ხოლო 4% კი პასუხისგან თავს იკავებს.

მოსახლეობის 56%-ის აზრით კი, საქართველომ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ჩამომსვლელი იმიგრანტების რაოდენობა. მოსახლეობის 37% ამას არ ეთანხმება, 7% კი პასუხისგან თავს იკავებს. 

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები