მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

72 ქვეყნის მოსწავლეთა ქულები მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში და საქართველოს შედეგები

593d863647407
BM.GE
11.06.17 22:02
2030
PISA 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა 2009 წელთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში, თუმცა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის მიხედვით საშუალო შეფასება 490-ია, საქართველოსი კი მხოლოდ 404.
PISA მოსწავლეების ცოდნას მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში აფასებს. ქართველოს სკოლის მოსწავლეების შედეგები კი შემდეგია: მათემატიკა 404 ქულა და 59-ე ადგილი, კითხვა 401 ქულა და 64-ე ადგილი, მეცნიერება 411 ქულა და 62-ე ადგილი.

ქართველი მოსწავლეების მიღწევები სამივე სფეროში OECD-ის საშუალო ქულაზე მნიშვნელოვნად დაბალია.

PISA 2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ის წევრია. დაახლოებით 540 000 მოსწავლე წარმოადგენდა თავის ქვეყანას, აქედან 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც 263 სკოლიდან შეირჩნენ.

ქართველი მოსწავლეების ქულები სამივე საგანში გაუმჯობესდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს სხვადასხვა საგნების მიხედვით, სამივე საგანში საუკეთესო შედეგი სინგაპურს აქვს საშუალო ქულებით 564 (მათემატიკა), 535 (კითხვა), 556 (მეცნიერება).

მათემატიკის საგანში მეორე-მესამე პიზიციაზე ჰონგ-კონგი და მაკაო არიან. საქართველოზე დაბალი ქულები კი კატარს, კოსტა რიკას, ლიბანს, კოლუმბიას, პერუს, ინდონეზიას, იორდანიას, ბრაზილიას, მაკედონიას, კოსოვს და დომენიკის რესპუბლიკას აქვთ. თურქეთი 420 ქულით საქართველოს 8 საფეხურით უსწრებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს 470 ქულა აქვს, საფრანგეთს 493, ხოლო იტალიას 490. მათემატიკაში OECD-ის საშუალო 490 ქულაზე მაღალი შეფასება 29 ქვეყანას აქვს მიღებული.
კითხვაში საქართველოზე დაბალი შედეგები აქვთ პერუს, ინდონეზიას, დომენიკის რესპუბლიკას, მაკედონიას, ალჟირს, კოსოვოს და ლიბანს. კითხვაში OECD-ის საშუალო შეფასება 493-ია, საქართველოსი კი 401. პირველ ხუთეულში სინგაპურის შემდეგ, ჰონგ-კონგი, კანადა, ფინეთი და ირლანდია მოდის.

მეცნიერებაში OECD-ის საშუალო ქულა 493-ია, საქართველოსი კი 411. საქართველოზე ცუდი შედეგი აქვს იორდანიას, ინდონეზიას, ბრაზილიას, პერუს, ლიბანს, ტუნისს, მაკედონიას, კოსოვოს, ალჟირს, დომენიკის რესპუბლიკას.

PISA-ს წინა კვლევასთან შედარებით, მათემატიკაში ქართველი სკოლის მოსწავლეების ცოდნა/უნარები 23 ქულით გაუმჯობესდა, კითხვაში 16 ქულით, ხოლო მეცნიერებაში 15 ქულით.

საქართველო კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს. მომდევნო ციკლი 2018 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები