მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება

5be42a0e26de3
BM.GE
08.11.18 16:19
477
728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება.

"2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები