ერთ-ერთი არგუმენტი თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის მერიამ შენობის კონკურსის გარეშე გამარტივებული წესით ჩატარება, შესყიდვის პირობებია.თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე კორპუსის ჩანაცვლება 7.5 მლნ დაჯდება, ბიუჯეტიდან საპილოტე პროექტზე 1 მლნ ლარი გამოიყოფა, დანარჩენი 6 მლნ ლარი კი ნამატი ფართებით დაკომპენსირდება.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ასეთი შესყიდვა პრაქტიკაში არ განხორციელებულა, ხოლო საპილოტე პროექტის შესრულება მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.