მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7,5 მლნ ლარის სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს

5af5204d2ef81
მეგი კავთუაშვილი
11.05.18 09:30
1258
განათლების სამინისტრო 7,5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოებს გამარტივებული შესყიდვით შეიძენს. „საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის თანხმობა უკვე აქვს. გამარტივებული შესყიდვის მიზეზად შეზღუდული ვადები სახელდება. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, 15 სექტემბერს მოსწავლეებს წიგნები უნდა ჰქონდეთ, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.

„სახელმძღვანელოების შერჩევის პროცედურა არის კომპლექსური, მოიცავს ბევრ ხარისხობრივ და ტექნიკურ პარამეტრს, რომლის მიღმაც ასევე გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი ღირებულებების რელევანტურად წარმოჩენის აუცილებლობა. შეფასების და ავტორთა მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინების პროცესს დასჭირდა დაგეგმილზე მეტი დრო. ვინაიდან 2018 წლის 15 სექტემბრისათვის I-VI კლასის მოსწავლეებს უკვე უნდა ჰქონდეთ ახალი სახელმძღვანელოები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესყიდვის ელექტრონული პროცედურების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ დადგენილ ვადაში ვერ მოხდეს მითითებული შედეგის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოცემული მომსახურებების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ - ნათქვამია განკარგულებაში.

პირველიდან მეექვსე კლასების მოსწავლეთათვის ახალი სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა შეექმნა, თუმცა გრიფირების პროცესი ერთი წლით გადაიდო და ამ დრომდე არ დასრულებულა.

პროგრამით 3 000 000 სახელმძღვანელოს და რვეულის შესყიდვაა გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები