მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

5c88f71fab4ca
თელარა გელანტია
13.03.19 16:40
10213
76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.

2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.

„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, - განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო - დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს მაგთიკომი - კავშირგაბმულობა
• BP ჯგუფი - ტრანსპორტი
• სს ენერგო-პრო ჯორჯია - ენერგეტიკა
• სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
• შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია - ენერგეტიკა
• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი - მშენებლობა
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - სასტუმროები
• სს ნენსკრა ჰიდრო - ენერგეტიკა

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები