მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

77,825.35 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

595b8332d674a
BM.GE
04.07.17 15:56
1086
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 77,825.35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები