მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 აგვისტოს, თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა იგეგმება

პაშინიანი
BM. GE
04.08.25 17:35
472

8 აგვისტოს, თეთრ სახლში დაგეგმილ მიღებაზე დონალდ ტრამპი კავკასიის რეგიონის ორი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არაერთმა წყარომ დაუდასტურა. თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერის შეხვედრა პარასკევს მართლაც გაიმართა, ის თავისი არსით ისტორიული იქნება, რადგან მსგავსი მნიშვნელობის ვიზიტი ორი ქვეყნის ლიდერებს ერთობლივად არასდროს განუხორციელებიათ.

როგორც რაუფოღლუ წერს, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება. სავარაუდოდ, საუბარი ზანგეზურის კორიდორსაც შეეხება, რომლის ამერიკის მიერ დროებით მმართველობაში გადაბარებასთან დაკავშირებითაც ტრამპის გუნდმა ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ცნობისთვის, სამხრეთკავკასიური ქვეყნების ლიდერები აქამდეც არაერთხელ შეხვდნენ. ყველაზე ბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აბუ-დაბიმ უმასპინძლა. თუმცა მაშინ ხელშესახები შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობა ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები