8 ბიზნეს-სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა
მთავრობის განკარგულებით, 8 ბიზნეს-სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. მათგან შვიდი ,,არა ფუთულიანი“, "მიხეილ ავსაჯანიშვილი“, ,,ნინო გონაძე“, "არმენუი არზუმანიანი“, "მერაბ არჯევანიძე", "სურენ კირაკოსიანი“ და "გიორგი ელოშვილი" ინდ. მეწარმეების სტატუსით სარგებლობენ, ერთი კი -"ბ&ბ“ შპს-ა. სამი კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, სამის საქმიანობა ღვინის წარმოებას უკავშირდება, ორი მათგანი კი რძის პროდუქტების წარმოებითა და გადამუშავებითაა დაკავებული. რაც შეეხება საწარმოების მდებარეობას - 3 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 2 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 2 ამბროლაურში , 1 კი ცაგერის მუნიციპალიტეტში.