8 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს:
- სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს (2025 წლის აპრილი)
- გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას (2025 წლის I კვარტალი)
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის, გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილის, აკაკი ალადაშვილის, ზაალ დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გენრიეტა წიწავას, ანზორ ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის, ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს კანონების პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი.
11:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება).
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა;
4. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე დალაქიშვილისა და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, გიორგი ჭყონიას, ვლადიმერ ბოჟაძის, გიორგი ხახუბიას, გოდერძი ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი ზარქუასა და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართვლოს კანონის პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
12:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-3747/25; 30.04.2025); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
კულტურის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/36; 30.04.2025) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე - ბექა დავითულიანი.
14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“.
2 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ (07-2/33; 15.04.2025) (წამყვანი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი)(სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 24.04-21.05; სხვა კომიტეტზე 24.04-07.05); შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, თ. კალანდარიშვილი, ს. სვანიშვილი); მომხსენებლები: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებლები: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში (1-2746/25; 04.04.2025) (წამყვანი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი) (სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 13.05-24.06; სხვა კომიტეტზე 25.04-10.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, ი. ქველაძე); მომხსენებელი: ნინო გულეიშვილი - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი.



























