მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

8 მაისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სუს-სი ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-4012/26, 30.04.2026); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (297/6-XIმპ, 22.04.2026) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (289/2-XIმპ, 08.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მიხეილ დუნდუა; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი.

13:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი (პროექტი): არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (აკაკი ჩიქობავას, ანა კამლაძის, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი ხასაიას, ეკატერინე დანელიას, ვახტანგ ნაცვლიშვილის, თათია ვერულაშვილის, ინა ჩარკვიანისა და კონსტანტინე ჩაჩიბაიას შემადგენლობით) (1-4038/26; 01.05.2026) რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.

16:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი:

1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; მომხსენებელი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (298/2-XIმპ, 22.04.2026) მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ირინე წაქაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები