მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 მლნ ლარი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის

5c554949afb70
თამუნა დემეტრაშვილი
02.02.19 14:00
1393

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

რეაბილიტაციაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო ზონა 2 კილომეტრსა და 429 მეტრს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია გზის საფარისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა, სანიაღვრეების, პანდუსებისა და სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა, ასევე გარე განათების მოწესრიგება, მწვანე ზონების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 22 თებერვლამდე აქვთ, სამუშაოების დაწყებას კი გამარჯვებული კომპანია, მერიის წერილობითი დავალების შესაბამისად დაიწყებს. გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანას 3–თვიანი ვადა ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები