11:00 საათზე, საქსტატი გამოაქვეყნებს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას (2024 წლის III კვარტალი)
1:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები მიიღებენ. თემა: „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“.