საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში გადამუშავებულია 238 ათასამდე ტონა ყურძენი.
უწყების ინფორმაციით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 600-მდე ტონა ყურძენი, საიდანაც 570 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულის ჯიშებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებზე. მოსავლის დაბინავების პროცესში უკვე ჩართულია 40-მდე ღვინის კომპანია.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 400-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა 4,7 მილიონ ლარს მიაღწია. საპროგნოზო მონაცემებით, წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოსავლის მოცულობა დაახლოებით 2 000 ტონის ფარგლებშია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა თითო კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.
"მოსავლის მართვის კომპანიის სუბსიდია" 75 მილიონ ლარამდე იზრდება




























