მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 ქვეყნის დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა - როთი

ევროპული ქვეყნები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი იტყობინება, რომ 8 ევროპული ქვეყნის დელეგაცია 11 ნოემბერს თბილისს ეწვევა - ამის შესახებ როთი X-ით იტყობინება.

"საქართველო და მისი მოსახლეობა ჩვენი გულებისთვის ძალიან ძვირფასია. ვრჩებით ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული. გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები ვართ მოვლენების ამჟამინდელი განვითარების გამო.

ევროპული ქვეყნების დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა", - წერს მაიკლ როთი.

როთი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ფინეთიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ეწვევიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები