8 სექტემბერს დაგეგმილია:
09:15 საათზე - თბილისის მერი დაესწრება ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის - AC Milan-ის საფეხბურთო ბანაკის (Milan Junior Camp) გახსნის ღონისძიებას;
12:00 საათზე - თბილისის მერი ვაკის რაიონში ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებს გახსნის;
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლებს (2025 წლის II კვარტალი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას (2025 წლის II კვარტალი, წინასწარი);
12:00 საათზე - პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება;
12:00 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება;
13:00 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

























