მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"8 წელია ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საერთო სამუშაო სივრცე არსებობდეს როგორც ინდუსტრია" - Terminal

ჯინო დოლინი

„რვა წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ არსებობდეს ინდუსტრია, როგორც საერთო სამუშაო სივრცე“, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯინო დოლინმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, საქართველოში საერთო სამუშაო სივრცე ჯერ კიდევ მკაფიოდ არ არის დიფერენცირებული. „ხან რაღაც ოფისებს მიაკუთვნებენ, ხან ჰოსტელებს. ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ, რა წარმოადგენს რეალურად საერთო სამუშაო სივრცეს“, – აღნიშნა დოლინმა.

ჯინო დოლინი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ სფეროში მნიშვნელოვანი იქნებოდა. „დასავლეთის ქვეყნებში არსებული პროგრამების მსგავსი თანადაფინანსება და თანამშრომლობა, სტარტაპებისთვის დიდ სარგებელს გამოიღებს. სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისგან მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსება, რომ ახალ კომპანიებს კომფორტული გარემო ჰქონდეთ“, - განაცხადა მან.

ჯინო დოლინის თქმით, Terminal უკვე შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხოლო მის სივრცეში განვითარებული ეკოსისტემა ღირებულია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის: „ეს თითოეული აგური, რომელიც ჩვენ ვდებთ, ერთიან წვლილს შეიტანს ინდუსტრიის განვითარებაში და სხვადასხვა სფეროს წინსვლაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები