მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა ₾15 მილიარდს მიაღწია - გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის 8 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 15.17 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2024 წლის მთლიანი საგადასახადო გეგმის 68.9%-ია. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტრო მოელის, რომ წელს ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.

"2024 წლის 8 თვეში გვაქვს 15.17 მილიარდი ლარის შემოსავალი, რაც 68.9%-ია წლიური გეგმის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვექნება გადაჭარბება საგადასახადო შემოსავლების შესრულებაში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინა 2024 წლის 20 სექტემბერს გამოაქვეყნებს აგვისტოს მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკას. იანვარ-ივლისში კი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 11.5 მილიარდი ლარი იყო.

2024 წლის იანვარ-ივლისში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:

დღგ - 4.27 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 79.4%;
საშემოსავლო გადასახადი - 3.81 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 80.2%;
მოგების გადასახადი - 2.03 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 93.5%;
აქციზის გადასახადი - 1.44 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 85.9%;
იმპორტის გადასახადი - 81.6 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 74%.

რვა თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები 20 სექტემბერს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები