მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 8,9%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 607,7 მლნ ლარი შეადგინა

57c1305890a3c
BM.GE
27.08.16 10:14
1507
ფინანსთა სამინისტრო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის შესრულების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 607,7 მლნ ლარი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი 2015 წლის 8 თვეში მობილიზებულ საგადასახადო შემოსავლებს (5 მილიარდ 151,3 მლნ ლარი) 456,4 მლნ ლარით, 8.9 პროცენტით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები