მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ჩაის იმპორტ-ექსპორტი შემცირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით ჩაის?

ჩაი

2026 წლის 8 თვეში საქართველოში ჩაის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას ჩაის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, დღეისთვის საქართველო ჩაის იმპორტზეა დამოკიდებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში საქართველომ 6 მილიონ 748 ათასი დოლარის ღირებულების 1 256 ტონა ჩაი შემოვიდა. წლიურად კლება 10.2%-ია.

იმპორტის კლება ძირითადად შრი-ლანკადან გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული, თუმცა იმპორტი რუსეთიდანაც და თურქეთიდანაც მცირედით შემცირებულია.

ჩაის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - $2.4 მლნ, 315 ტონა;
  2. რუსეთი - $1.8 მლნ, 242 ტონა;
  3. შრი-ლანკა - $1 მლნ, 198 ტონა;
  4. პოლონეთი - $374 ათასი, 22 ტონა;
  5. თურქეთი - $259 ათასი, 350 ტონა;

იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ჩაის ექსპორტიც შემცირდა. წელს დაახლოებით 15 ქვეყანაში 1 მილიონ 846 ათასი დოლარის ღირებულების 976 ტონა ჩაი გავიდა. ექსპორტი 23.1%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ 8 თვეში 988 ათას დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში 786 ტონა ქართული ჩაი ძირითადად მონღოლეთში, ყაზახეთსა და რუსეთში გავყიდეთ. ჩაის რეექსპორტი კი 43.4%-ით 858 ათას დოლარამდე შემცირდა. ჩაის რეექსპორტი თურქეთში და სომხეთში მოხდა.

TOP-5 ექსპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. თურქეთი - $797 ათასი, 186 ტონა;
  2. მონღოლეთი - $273 ათასი, 313 ტონა;
  3. ყაზახეთი - $135 ათასი, 225 ტონა;
  4. რუსეთი - $93 ათასი, 114 ტონა;
  5. სომხეთი - $86 ათასი. 47 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები