მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველომ $201 მილიონის ტელეფონები შეიძინა | რომელი ქვეყნებიდან შემცირდა იმპორტი?

ტელეფონები

წელს 8 თვეში საქართველოში ტელეფონების იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 201 მილიონ 132 ათასი დოლარის სატელეფონო აპარატები და მონაცემების გადაცემა მიღებისთვის აპარატები შეიძინა. კლება მცირეა 0.7%.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ დასახელების საქონელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი საიმპორტო საქონელია, რომელსაც მთლიანი იმპორტის 1.6% უკავია და რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა ტელეფონების იმპორტის შემცირება არაბთა გაერთიანებული სამეფოდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან შესყიდვების კლებით არის განპირობებული. TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $81.3 მლნ;
  2. ჩეხეთი - $37.7 მლნ;
  3. ჰონკონგი - $23.2 მლნ;
  4. ვიეტნამი - $20.3 მლნ;
  5. ჩინეთი - $15.7 მლნ;
  6. ნიდერლანდები - $6.4 მლნ;
  7. შვედეთი - $5.9 მლნ;
  8. ესპანეთი - $1.7 მლნ;
  9. გერმანია - $1.2 მლნ;
  10. ბულგარეთი - $845 ათასი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები