მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში საქართველოს აეროპორტებით 5.6 მლნ მგზავრმა ისარგებლა - აეროპორტების გაერთიანება

TAV Georgia

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს აეროპორტებით ჯამში 5 635 975 მგზავრმა ისარგებლა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 700 სიხშირით სრულდება.

2025 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 24 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-აგვისტოში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (24 915) 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა.

დღეს, 2 ოქტომბერს, თურქულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები