წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში იმპორტმა 699.7 მლნ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 236.1 მლნ დოლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, 3 622 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 689,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14,0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აგვისტოში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად 818.5 მლნ ლარი და 744.9 მლნ ლარი შეადგინა.

























