მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველოში $135.3 მილიონის 9 417 ელექტრომობილი შემოვიდა | TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა

დამუხტე და დაისვენე - “ვისოლმა” ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

წელს 8 თვეში, საქართველომ 135 მილიონ 342 ათასი დოლარის ღირებულების 9 417 ელექტრომობილი შეიძინა. იმპორტი 47.6%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 5 361 ელექტრომობილების ღირებულება 91 მილიონ 673 ათასი დოლარი იყო.

საქართველოში ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში იმპორტი წლიურად 74.5%-ით არის გაზრდილი.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. აშშ - $99.3 მლნ, 7 645 ცალი;
  2. ჩინეთ - $18.7 მლნ, 908 ცალი;
  3. გერმანია - $7.2 მლნ, 71 ცალი;
  4. იაპონია - $5.5 მლნ, 583 ცალი;
  5. კანადა - $1.5 მლნ, 110 ცალი;

მცირე მოცულობით ელექტრომობილები ავსტრიიდან, უკრაინიდან, შვედეთდან და თურქეთიდანაც შემოგვაქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს 8 თვეში 17 მილიონ 659 ათასი დოლარის ღირებულების 752 ელექტრომობილი გავიდა რეექსპორტზე. კლება 26.7%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები