მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საზღვაო ტვირთები 24%-ით გაიზარდა - რა ტენდენციებია გადაზიდვების სექტორში?

საქართველოში კი გადაზიდვების სექტორში ზრდის ტემპი ნარჩუნდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წელს 8 თვეში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 24%-ით მეტია. უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია, ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში. ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ კი 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. რა ტენდენციებია გადაზიდვების სექტორში და რა გამოწვევები რჩება ლოგისტიკის დარგში?

სტუმარი: ანა კაკაბაძე - SKYLOG-ის საზღვაო და სარკინიგზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები