მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში შავი ლითონის უნაკერო მილების ექსპორტი $22 მლნ-მდე გაიზარდა - TOP-5 ექსპორტიორი კომპანია

უნაკერო მილები

საქართველოს შავი ლითონის უნაკერო მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. 2025 წლის 8 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 21 მილიონ 947 ათასი დოლარის ღირებულების 21 866 ტონა ლითონის მილები გავიდა ექსპორტზე, რაც ამ პერიოდისთვის გაყიდვების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

წლიურად ლითონის მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტი 22.6%-ით გაიზარდა.

საქართველოში ადგილობრივად წარმოებული შავი ლითონისა და უნაკერო ღრუ პროფილების მთავარი სარეალიზაციო მიმართულებები იტალია და აშშ-ია. ექსპორტის გაზრდილი შემოსავლებიც სწორედ ამ ბაზრებზე გადაზიდვების მატებით არის განპირობებული.

ამ პროდუქტის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. იტალია - $11.1 მლნ, 11 721 ტონა;
  2. აშშ - $8.6 მლნ, 7 913 ტონა;
  3. უკრაინა - $724 ათასი, 750 ტონა;
  4. ნიდერლანდები - $572 ათასი, 588 ტონა;
  5. ესპანეთი - $362 ათასი, 348 ტონა;
  6. აზერბაიჯანი - $206 ათასი, 268 ტონა;
  7. რუმინეთი - $134 ათასი, 129 ტონა;
  8. თურქეთი - $77 ათასი, 82 ტონა;
  9. ბულგარეთი - $27 ათასი, 25 ტონა;
  10. იორდანია - $26 ათასი, 23 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან ის 5 კომპანია გამოითხოვა, რომლებმაც 8 თვეში შავი ლითონის უნაკერო მილები ყველაზე დიდი რაოდენობით გაიტანეს. ეს კომპანიებია:

  • შპს ელბა პლიუსი
  • შპს კავკასუს იმპექსი
  • შპს მარ-მოტ
  • შპს რუსთავის ფოლადი
  • შპს სიემ ტექ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები