მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 ყველაზე ჯანსახი ხილი, რომელიც ცილებს შეიცავს

5cfd661cb863d
მიშა ხაჩიძე
09.06.19 23:59
19487
ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილი ცილებია. ეს უკანასკნელი სპორტსმენებისთვის აუცილებელი კომპონენტია, იმისთვის,რომ მუსკულების სწორი დამუშავება და სხეულის სასურველ ფორმაზე დაყენება მოხდეს.

ცილები არა მხოლოდ, სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის რეკომენდრიებულია, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მაგალითისთვის, სპეციალისტები 60 კგ წონის ადამიანისთვის ყოველდღიურად 48 გრამი ცილის მიღებას გვირჩევენ.

რომელ პროდუქტშია ყველაზე მეტი ცილა? - კლასიკა აქ ხორცი, რძის პროდუქტია, ასევე კაკალი, თხილი, არახისი და სხვა სახის კენკროვანი ნაყოფი, თუმცა მეცნიერები ხილის რვა სახეობას გვთავაზობენ, რომელბსაც ყველაზე მეტი ცილის შემცველობა ახასიათებთ და ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

1. გუავა

პირველი რეიტინგში გუავაა. ეს ტროპიკული ხილი საქართველოში რთულად საპოვნელია. ის 100 გრამში 2,5 გრამ ცილას შეიცავს, ამას გარდა, გაჯერებულია ვიტამინ C-თი, ვიტამინ B-თი, შეიცავს კალიუმს , კალციუმს, და მაგნეზიუმს. მოტკბო-მომჟავო გემოს მქონე ეგზოტიკურ ხილს ვიტამინ k-ს შემცველობაც აქვს, რომელიც ძვლების სიძლიერისთვის აუცილებელი კომპონენტია. ეს მცენარე ტვინის ჯანმრთელობისთვის, თვალების სიბრმავისგან დაცვისთვის, დიაბეტთან სამკურნალოდ და სხვა უამრავი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება.

2. მარაკუია

მეორე ადგილზე მარაკუაია მოხვდა. 100 გრამ ტროპიკულ ხილში 2,2 გრამი ცილის შემცველობაა. მასში ასევე შედის, ვიტამინი c, b - ვიტამინი რიბოფლავინი და კალციუმი. მარაკუია საკმაოდ პოპულარული ხილია სპეციფიური გემოთი და სუნით. დიეტოლოგები მას სუპერპროდუქტად მიიჩნევენ. ხილი ორგანიზმს კიბოსგან იცავს, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ ა და ცე-ს. ისინი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ. ამასთან, ეს ხილი წნევას დაბლა წევს კალიუმის დიდი შემცველობის გამო. ის თითქმის არ შეიცავს მარილს. მარაკუიას დახმარებით შესაძლებელია ჯანმრთელი თვალების შენარჩუნება.

3. ავოკადო

მესამე პოზიცია ავოკადოს ერგო. ეს მცენარე 100 გრამში 2 გრამ ცილას შეიცავს. მასში უხვად არის ამინომჟავები, ვიტამინი a და ვიტამინი e და სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტი. კალიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ავოკადო, უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და სტრესისადმის რეზისტენტობას, ხოლო ოლეური მჟავა, რომელსაც ავოკადო შეიცავს სისხლძარღვებს ასუფთავებს. ავოკადო ასევე აუმჯობესებს კაცის პოტენციას და ეხმარება ქალს სურვილის გაღვიძებაში.

4. კინკანი

კინკანი ანუ კუმკვატი (Fortunella SW.) მჟავენაყოფიანი ნარინჯოვანთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ჩინეთია.

ნაყოფი 100 გრამში 1,9 გრამ პტოტეინს შეიცავს. და ორჯერ მეტ c ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი. კინკანის ნაყოფების ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს საკონდიტრო წარმოებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ცუკატების, არომატული მურაბების, მარმელადებისა და ჟელეების დამზადება.

5. ბროწეული

ბროწეულს ღმერთების ხილსაც უწოდებენ, 100 გრამში 1,7 გრამი პროტეინია. შეიცავს უამრავ ანტიოქისდებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას. ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ. ბროწეულის ნაყოფის კანი კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებადაც ითვლება.

6. გარგარი

თითქმის უცხიმო და ნაკლები ნახშირწყლებით -გარგარი. 100 გრამ ხილში 1,4 ცილაა. ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ღვინის მჟავებს, შაქარს, სახამებელს, რკინას, ფოსფორს,  მაგნიუმს, ვერცხლს, იოდის ნაერთებს, С, В, Р, Н, Е ვიტამინებს.

გარგარი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, არეგულირებს სისხლის წარმოების პროცესს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობასა და მეხსიერებას. იგი შესანიშნავი საშუალებაა ყაბზობის წინააღმდეგ. გააჩნია შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს, მარილებს.

7. მაყვალი

ვიტამინების ბომბაა მაყვალი. ხილი, ვიტამინ c-ს, ვიტამინ b-ს, ვიტამინ e-ს დიდი რაოდენობით შეიცავს. 100 გრამშ 1,4 გრამი ცილაა. საუკეთესო ვარიანტია, დილით მიუსლთან ერთად მისი მიღება. მაყვალი ვარდისებრთა გვარის წარმომადგენელია და მისი 200-მდე სახეობაა გავრცელებული მსოფლიოში. მისი ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს: 4-8% შაქარს, 0.6-1,4% მჟავებს, C ვიტამინსა და კაროტინს.

8. მოცხარი

100 გრამ ნაყოფში მაყვლის მსგავსად, , 1,4 ცილაა. შიცავს შაქრებს, თავისუფალ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ღვინის), პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები, რომელთაც ყირგიზეთისა და ყაზახეთის ქარხნები უშვებენ.