მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

80-ზე მეტი მონაწილე და 30 000-იანი საპრიზო ფონდი - ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი „LOPOTA CUP 2022“ დაიწყო

6351199a90347
BM.GE
20.10.22 13:39
634
ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – „LOPOTA CUP 2022“ „ლოპოტა სპა რეზორტის“ განახლებულ კორტებზე დღეს გაიხსნა. ტურნირი წუთიერი დუმილით დაიწყო - მონაწილეებმა და დამსწრე პირებმა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ ორგანიზებით, LOPOTA CUP 2022 -ის თამაშები 20-23 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირის მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და 80-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს.

პოპულარული ტურნირი – „LOPOTA CUP“ წლების წინ, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. წელს ტურნირი სამოყვარულო შეჯიბრებებს შორის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით დაბრუნდა, ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.


„LOPOTA CUP 2022“ ტარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. ერთეულთა თანრიგში მონაწილეობენ სამოყვარულო დონეზე მოთამაშე პირები, წყვილთა შორის კი, თამაშები Pro-Am პრინციპით იმართება.

ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული და გუნდური აქტივობების, ასევე საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია.

„LOPOTA CUP 2022-ის“ გენერალური სპონსორია „როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრი“ , ტურნირის სპონსორები არიან: „სარაჯიშვილი“, „არქი“, „ბორჯომი“, „შატო ბუერა“, „პორშე ცენტრი თბილისი“, „ვორლდ კლას ჯორჯია“ , „სეტანტა სპორტი“ , „ქროსთი“.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები