მადრიდში, Fruit Attraction 2023 გამოფენის ფარგლებში, “საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა” და “Wonderland Farmers”-ს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 800 ტონა ქართული მოცვი ევროკავშირში ექსპორტზე გავა - ამის შესახებ ინფორმაცია ასოციაციის facebook გვერდზე გავრცელდა და BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ, თორნიკე ფანჯავიძემაც დაუდასტურა. მემორანდუმი "საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა" და გერმანულ მხარეს შორის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. USAID-ის მხარდაჭერით, ასოციაცია გერმანელ მყიდველს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაუკავშირდა, რის შედეგადაც დიდი მოცულობის მოცვის ექსპორტიც განხორციელდა.
სტუმარი: თორნიკე ფანჯავიძე - “საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე;