საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, რომლის ღირებულება 82 მილიონი დოლარია, ამ დრომდე შეჩერებულია. მიმდინარე წლის ივლისში თბილისის მერმა განაცხადა, რომ ინვეტორ კომპანია „KDV GEORGIA”-თან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა , რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულება ითვალისიწნებდა მოძველებულია და არ შეესაბამება ნარჩენების მართვის კოდექსს.
ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, ვაჟა სამადბეგიშვილი bm.ge-თან აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ, თუმცა უკვე 5 თვეა, მერია მათთან კონტაქტზე არ გამოდის.
საწინააღმდეგოს ამტკიცებდა კახა კალაძე, როცა თქვა, რომ ხელისუფლების დაწუნებული პროექტის ხელშეკრულების შეცვლაზე ინვესტორმა კომპანიამ მოლაპარაკებებზე და 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფმა“ სასამართლოს მიმართა, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს.
ინვესტორს ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული პროექტით სხვები არიან დაინტერესებული და მათი პროექტს ჩამოშორება და ხელშეკრულების ჩაშლა მიზანმიმართულად ხორციელდება.
სამადბეგიშვილის თქმით, მათ მიმართეს როგორც თბილისის მერს, ისე ბიზნესომბუდსმენს, პრემიერ მინისტრს, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე.
უახლოეს დღეებში კომპანია გაფართოვებული პრესკონფერენციის ჩატარებას და საქმეში არასამთავრობო სექტორის ჩართვასაც გეგმავს.
KDV GEORGIA-ს ხელმძღვანელის თქმით, ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად მათ უკვე რამდენიმე მილიონი ლარი დახარჯეს, შესაბამისად არ აპირებენ პროექტზე უარის თქმას და მზად არიან შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლონ.

























