მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

83 მომხრე 30 წინააღმდეგი - III მოსმენით “რუსული კანონი” დამტკიცებულია;

საერთაშორისო მედია, დასავლელი პოლიტიკოსები, საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოება მსოფლიოში დღეს შეიტყობს რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ე.წ რუსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელით დაამტკიცა. 84-მა დეპუტატმა 15 საათსა და 51 წუთზე მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ბოლო ერთი თვეა ხმაურიანი განხილვების, დაპირისპირების, მასშტაბური აქციების, კრიტიკის და დასავლელი პარტნიორებისგან წუხილის, არაერთი მიმართვის და დასავლური კურსიდან გადახვევის ნიშნად იყო აღქმული. სხდომა პარლამენტში დროდადრო ფიზიკური დაპირისპირების და ხმაურიანი სიტყვიერი გარჩევებისა და შეურაწყოფის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესი 4 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა და მმართველმა უმრავლესობამ სასახლე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები