მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9-12 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების კვირეული იმართება

ბიზნეს კვირეული

„გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით, 2023 წლის 9-12 ოქტომბერს, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები - Uniting Business Europe, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონული ფორუმი და ყოველწლიური, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ გაიმართება.

როგორც გადაცემა „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ღონისძიებების კვირეული საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe-ით იხსნება.

„Uniting Business Europe გააერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს. 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის

პროგრესს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნეს-ლიდერები და ევროპის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების წარმომადგენლები.

„მონაწილეები რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით, რეგიონში მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე, თანამშრომლობისა და ქმედუნარიანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი ძირითადი დღის წესრიგის თემა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის თემა, ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები, აგრეთვე იმსჯელებენ მდგრადი ტურიზმის მიმართულებაზე.“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კვირეულის დასასრულს, 12 ოქტომბერს საქართველოში უკვე მესამედ გაიმართება მედიაკონკურსის - „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოებაც. კონკურსში მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები, რომლებიც საქმიანობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები