მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 აპრილის ღამე მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გაათენეს - რუსთაველი გამზირი გადაკეტილია

9 აპრილი

9 აპრილის ღამეს მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის წინ გაათენა. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე - 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

რამდენიმე წუთის წინ 9 აპრილის მემორიალთან თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია კონსტანტინე ზარნაძე მივიდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატმა ადგილი შეძახილების ფონზე დატოვა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები