მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა - რა გაკეთდა ₾1.5 მილიონად?

9 აპრილის ქუჩა

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები.

რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები