მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 აპრილს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს

642c484e2ab2a
BM.GE
04.04.23 19:54
625
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება აპოლიტიკურია და მიზნად რაიმე მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბება არ ისახავს.

„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს მასპინძლობს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები