მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ათას ჰექტრამდე განადგურებული თხილის ბაღები – სექტორი დახმარებას ითხოვს

საქართველოში თხილის ბაღები მასობრივად ხმება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება გურიასა და სამეგრელოში, სადაც განადგურებული ფართობები უკვე 9 ათას ჰა-ს აღწევს. ბაქტერიულ დაავადებას, რომელსაც უკვე წლებია თურქეთიც ებრძვის, ფერმერები საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან – მცენარეების გადარჩენა ძვირადღირებულ წამლობას, ხშირ შემთხვევაში კი ბაღების ამოძირკვას მოითხოვს. პრობლემამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა მოსავლის ხარისხი და საექსპორტო ფასებიც, რაც არა მხოლოდ ფერმერების ფინანსურ სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პოზიციებსაც საფრთხეს უქმნის. რა ზომებს ატარებს სახელმწიფო და რას ითხოვენ დაზარალებული ფერმერები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები