მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ბიზნეს გაერთიანება ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ;

9 ბიზნეს ასოციაცია ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ. ბიზნესგაერთიანებებმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და იმ უარყოფით პროცესებსა და შედეგებზე ისაუბრეს, რაც ქვეყანას ამ კანონის მიღება მოუტანს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, ევროპული ბიზნეს ასოციაცია, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია მოუწოდებენ მთავრობას, უკან გაიწვიოს „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები