ვიდრე ბიზნესმენთა ნაწილი პრემიერს შეხვდებოდა 9 ბიზნეს ასოციაციამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და რუსული კანონის უარყოფითი გავლენები და ის რისკები შეაფასა რაც მის მიღებას შეიძლება მოჰყვეს. ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანის ამბობს, რომ კანონი სიკეთეს ვერცერთ მხარეს ვერ მოუტანს, მათ შორის ვერც ხელისუფლებას და ის პოლარიზებას გაზრდის. გერმანიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მიმდინარე პროცესებზე კითხვები აქვთ და მისი დამტკიცების შემთხვევაში არაერთი უცხოური ინვესტიცია შეჩერდება.