მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობა 10 მილიონს დახარჯავს

5e79fe69b5922
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.20 16:36
2675
საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი ამოქმედების შედეგად, მთავრობის მიერ შერჩეულ 9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები სუბსიდირების გზით უცვლელად შენარჩუნდება. 

კერძოდ კი, ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.

"დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 10 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში მისცეს უფლება ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში გახსნას საბანკო ანგარიშები,"- ნათქვამია დადგენილებაში. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები