მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub

დასაქმება

HR hub-ის ორგანიზებით, 9 ივლისს, სასტუმრო Courtyard Tbilisi-ში, 17:00-19:00 საათზე, დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

როგორც BMG-ის HR hub-დან აცნობეს, ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

კანდიდატებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები დამსაქმებლებს და უშუალოდ გაესაუბრონ HR მენეჯერებს.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით, დავით ხელიძეს, რომელიც ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას გაუწევს.

ფესტივალის ფარგლებში შეძლებთ მიიღოთ: კარიერული კონსულტაცია; რეზიუმესა და LinkedIn პროფილის შეფასება; პირადი ბრენდის განვითარების რეკომენდაციები; გასაუბრებისთვის მომზადების პრაქტიკული რჩევები; კონსულტაცია საერთაშორისო და დისტანციური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა დამსაქმებლებმა უნდა მისწერონ [email protected]ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები