პროფესიულ განათლებაში მთავრობის ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით გაუმჯობესდება კავშირები ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, 9 კლასის დასრულების შემდგომ თუ საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს პროფესიული განათლების მიღებას მას პროფესიულ განთლებასთან ერთად ზოგადი განათლების მიღების საშუალებაც მიეცემა. ხოლო როდესაც გადაწყვეტს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას უკვე უნივერსიტეტში მოხდება შესაბამისი მიმართულებით კრედიტების აღიარება.
“კანონპროექტი ითვალისწინებს მრავალ სიახლეს, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ თითქმის ყველა გამოწვევას უპასუხებს. სიახლეები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა პროფესიული განათლების ზოგად და უმაღლესს განათლებას შორის კავშირების გაუმჯობესებას. გათვალისწინებულია, რომ 9 კლასის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქე თუ გადაწყვეტს ზოგადი განათლების მიღებას, მას პროფესიულ განათლებასთან ერთად შეეძლება ზოგადი განათლების მიღების დასრულებაც, შესაბამისაც როგორც კი გადაწყვეტს უმაღლესი განათლების კუთხით სწავლის გაგრძლებას უკვე იქ მოხდეს კრედიტების აღიარება”– აცხადებს ნატრიაშვილი.

























