მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 კლინიკა მთავრობის ყურადღების მოლოდინში

BM.GE
05.06.20 14:37
731
რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროსგან მორიგ პრეზენტაციას უნდა ველოდოთ. როგორც მინისტრი დაგვპირდა, მალე ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიას წარმოგვიდგენს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ აპირებს მთავრობა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, როგორც ხარისხობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად.

თუმცა, ამ სტრატეგიამდეც - ჯანდაცვის სექტორს რეგულაციების მორიგი ტალღა უკვე ელოდება. 9 სამედიცინო დაწესებულებამ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით 22 მაისს მიმართა. ადრესატებს შორის გიორგი გახარიას გარდა, ჯანდაცვის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენიც არიან. ასევე, ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე. კლინიკების თხოვნაა - მოხდეს 2020 წელს დაგეგმილ სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა, ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე.

სექტორი ამბობს, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მათ შეიძლება ბაზრიდან გასვლის ფასი დაუჯდეთ, ამიტომ მთავრობას კოვიდ-19-ის რეალობის გათვალისწინებას და ამ რეგულაციების გადავადებას თხოვენ.
 
 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები