9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში, რომელიც აშშ-ში გამოიცა, განხილული და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებსა და მდიდარ, სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით წარმოდგენილია მათი დაძლევის გზები და მოდელები.
წიგნის პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
ღონისძიება გაიმართება 9 ნოემბერს, 17 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“.
ირაკლი კოვზანაძეს აქვს საფინანსო-საბანკო სექტორში 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2008 – 2012 წლებში მუშაობდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD), 2007-2008 წლებში კი - EBRD-ისა და “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის ერთობლივი კომისიის თავმჯდომარედ ევრაზიის ქვეყნებში. არის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოსა და 50-ზე მეტი სტატიის ავტორი ეკონომიკასა და მათემატიკაში, რომლებიც, ძირითადად, ეხება სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში.