11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს" თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება: ბოლო 9 თვის სტატისტიკა მიმართვიანობის შესახებ, რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევა, რა გამოწვევებია ონლაინვაჭრობის კუთხით.
12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.