9 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალები: დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“) განხილვა; მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე- გიორგი კაკაურიძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი.
12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "შემოდგომის სეზონი და ვირუსების გავრცელება: ფიქსირდება, თუ არა გრიპი; რა ვირუსები ცირკულირებს; ხშირია , თუ არა კოვიდის შემთხვევები და როდის დაიწყება სეზონურ ვირუსებზე ვაქცინაცია."




























