ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში 9 სკოლის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები რუსთვის 3 საჯარო სკოლაში, გარდაბნის, მარტყოფის, სართიჭალის, საგარეჯოს, სოფლების კაკბეთისა და პატარძეულის საჯარო სკოლებში უნდა ჩაატაროს. წინადადებების წარდგენა კომპანიებს 27 აპრილამდე შეეძლებათ.