9 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას (2025 წლის წლიური, 2025 წლის IV კვარტალი);
11:00 საათზე - განათლების სამინისტროსთან "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის", "თავისუფლების მოედანი" და "განათლება საფრთხეშია" თსუ-სა და სტუ-ს იძულებითი გაერთიანების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ;
12:00 საათზე - პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნა;
13:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი:
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა;
13:30 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება;
14:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით; მომხსენებელი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი - გოგიტა თოდრაძე.
14:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: 1. საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
ამას გარდა, აღნიშნულ კომიტეტზე იქნება მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები:
1. საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
2. ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
3. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
4. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
5. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
6. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში;
7. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში.
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება;
16:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
























