2015 წლიდან 2023 წლამდე აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 826 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პანდემიის პერიოდის (2020-2021 წლები) გამოკლებით აშშ-დან ინვესტიციები მზარდია.
2015-2023 წლებში აშშ-დან შემოსული ინვესტიციების მოცულობა:
- 2015 წელი - 19 მლნ დოლარი;
- 2016 წელი - 60 მლნ დოლარი;
- 2017 წელი - 79 მლნ დოლარი;
- 2018 წელი - 105 მლნ დოლარი;
- 2019 წელი - 116 მლნ დოლარი;
- 2020 წელი - 99 მლნ დოლარი;
- 2021 წელი - 19 მლნ დოლარი;
- 2022 წელი - 176 მლნ დოლარი;
- 2023 წელი - 182 მლნ დოლარი;
აშშ-დან ინვესტიციების უდიდესი ნაწილი (53%) საინფორმაციო და ტექნოლოგიების სექტორში შემოვიდა, ამერიკელი ინვესტორები ასევე ინტერესდებიან უძრავი ქონების (ინვესტიციების 12%), განათლების და სხვა სფეროებით. ზრდის მიუხედავად, აშშ-ის წილი ჯამურ ინვესტიციებში მაინც მცირეა და 2023 წელს 10% იყო.
წელს 9 თვეში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით შემცირდა 966 მლნ მილიონამდე შემცირდა.
2024 წლის 9 თვეში ამერიკული FDI-ის მოცულობა მთლიან ინვესტიციებში 74.4 მლნ დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ 9 თვეში ამერიკიდან 147.4 მლნ დოლარი შემოვიდა.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო.
ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:
- World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
- ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში
- შპს მაგთიკომი
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
- ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- ეი არ დი, ინკ. ფილიალი
- შპს ნათს ინქორფორეითიდ
- შპს კომპანია კაიზენის წარმომადგენლობა საქართველოში
- შპს ფარმვეი საქართველო 2023-2 ოპკო
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით